ლეგენდარული მსახიობის, ალენ დელონის ქალიშვილი, ანუშკა დელონი ინსტაგრამზე მამის უახლეს ფოტოს ავრცელებს.
„დილით მამაჩემს სურათი გადავუღე. მასთან ერთად საუზმისთვის უსაზღვროდ მადლიერი ვარ. ეს ყველაზე ტკბილი და უნიკალური მომენტია. ვფიქრობ, ძალიან სიმპათიურია. თავისი მარადიული ლურჯი თვალებითა და მებრძოლი იერით, რომელიც წარმოუდგენელ ძალას მაძლევს. ჩემთვის ის უკვდავია. ფოტო თავადაც ძალიან მოეწონა. ასე რომ, მისი ნებართვით გიზიარებთ. მათ კი, ვინც მასზე ღელავთ, ის გპასუხობთ, – არ ინერვიულოთ“, – წერს ანუშკა დელონი.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში 88 წლის დელონის ოჯახში დაძაბული ვითარებაა. ალენს ქონების განკარგვა აეკრძალა. საქმე სპეციალურმა სამეურვეო სასამართლომ განიხილა, რომელსაც მსახიობის ქალიშვილმა და ადვოკატებმა მიმართეს. ცოტა ხნით ადრე კი, მსახიობის ვაჟმა, ანტონი დელონმა საკუთარ დას, ანუშკას სასამართლოში უჩივლა. ის ანუშკას მამაზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
ალენ დელონის სახლიდან სამართალდამცველებმა 72 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს