LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამას მხოლოდ ქონებისთვის აკეთებს“ – ანუშკა დელონი ლეგენდარულ მამასთან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს

176
page

ალენ დელონის ქალიშვილი, ანუშკა დელონი „ინსტაგრამზე“ ლეგენდარულ მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს, სადაც მას მამის ხელი უჭირავს და მას კოცნის.

ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მედიაში წერენ, რომ ანუშკას ძმებსაც კი ეპარებათ ეჭვი გოგონას გულწრფელ გრძნობებში.

„მას მხოლოდ ქონებისთვის აკეთებს“, „არ არის ეს გოგო გულწრფელი“, – არ წყდება კომენტარები.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში 88 წლის დელონის ოჯახში დაძაბული ვითარებაა. ალენს ქონების განკარგვა აეკრძალა. საქმე სპეციალურმა სამეურვეო სასამართლომ განიხილა, რომელსაც მსახიობის ქალიშვილმა და ადვოკატებმა მიმართეს. ცოტა ხნით ადრე კი, მსახიობის ვაჟმა, ანტონი დელონმა საკუთარ დას, ანუშკას სასამართლოში უჩივლა. ის ანუშკას მამაზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

„მე და შენ მთელი სამყაროს წინააღმდეგ“ – ანუშკა დელონი მამასთან ერთად გადაღებულ ემოციურ ფოტოებს ავრცელებს

„ეს ფოტო თავადაც ძალიან მოეწონა, მისი ნებართვით გიზიარებთ, მათ კი, ვინც მასზე ღელავთ, ის გპასუხობთ…“ – ანუშკა დელონი 88 წლის მამის უახლეს ფოტოს ავრცელებს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები