LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე და შენ მთელი სამყაროს წინააღმდეგ“ – ანუშკა დელონი მამასთან ერთად გადაღებულ ემოციურ ფოტოებს ავრცელებს

175
page

ალენ დელონის ქალიშვილი, ანუშკა დელონი ინსტაგრამზე ლეგენდარულ მამასთან ერთად გადაღებულ საარქივო ფოტოს ავრცელებს. მამა-შვილი წითელ ხალიჩაზე დგას და ერთმანეთს ეხუტება. ფოტო 5 წლის წინაა გადაღებული.

„უკვე 5 წელი გავიდა. ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მომენტი ჩემი ცხოვრებიდან. მე და შენ მთელი სამყაროს წინააღმდეგ“, – წერს ანუშკა.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში 88 წლის დელონის ოჯახში დაძაბული ვითარებაა. ალენს ქონების განკარგვა აეკრძალა. საქმე სპეციალურმა სამეურვეო სასამართლომ განიხილა, რომელსაც მსახიობის ქალიშვილმა და ადვოკატებმა მიმართეს. ცოტა ხნით ადრე კი, მსახიობის ვაჟმა, ანტონი დელონმა საკუთარ დას, ანუშკას სასამართლოში უჩივლა. ის ანუშკას მამაზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

„ეს ფოტო თავადაც ძალიან მოეწონა, მისი ნებართვით გიზიარებთ, მათ კი, ვინც მასზე ღელავთ, ის გპასუხობთ…“ – ანუშკა დელონი 88 წლის მამის უახლეს ფოტოს ავრცელებს 

ალენ დელონის ქონებისთვის გადამტერებული დედმამიშვილები – ენტონი დელონი პოსტს ავრცელებს: „ანუშკა სამი კვირის განმავლობაში დიდ სიამოვნებას იღებდა ჩემი და ჩემი ძმის განადგურების პროცესით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები