LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ალექსანდრე ჯეჯელავა ტყუპი ქალ-ვაჟის მამა გახდა

1296
a1632745106

განათლების ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა 48 წლის ასაკში ტყუპების მამა გახდა. მას 24 სექტემბერს ანასტასია და ნიკოლოზი შეეძინა. ალექსანდრე ჯეჯელავა მეორედ არის დაქორწინებული. მისი მეუღლე მაია მუშკუდიანი გახლავთ.

ალექსანდრე ჯეჯელავამ ბავშვების ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:

„ანასტასია და ნიკოლოზი სახლში მობრძანდნენ! მადლობა ღმერთს! ახალი ცხოვრება იწყება!“

მოგვიანებით, ბედნიერმა მამამ კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა ტყუპების ფოტო და აღნიშნა, რომ მათთან განშორება ძალიან ჭირს, როდესაც ყოველდღიურად სამსახურში მიდის:

„სახლიდან დილით გამოსვლა გართულდა… ამათთან განშორებას სერიოზული დასაბუთება სჭირდება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g