ანჯელინა ჯოლი ლოს-ანჯელესის ქუჩებში ამჯერად 12 წლის ქალიშვილთან, ვივიენთან ერთად გამოჩნდა. დედა-შვილი ფოტოგრაფებმა მაშინ გადაიღეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი მაღაზიიდან გამოდიოდნენ, სადაც სასკოლო ინვენტარი შეიძინეს. 45 წლის ენჯი, ტრადიციისამებრ, შავი ფერის კაბასა და დაბალქუსლიან ფეხსაცმელებში იმყოფებოდა შოპინგზე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სასამართლომ ბრედ პიტის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და მას შვილებთან კონტაქტის უფლება მისცა. თავის მხრივ, ანჯელინამ იმ მოსამართლის აცილება მოითხოვა, რომელიც ამ პროცესს მართავს.