LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ანსამბლი „შავნაბადა“ SCHILLER-თან ერთობლივი გამოსვლისთვის ემზადება

192
49284eba-5981-4081-ba18-1d1f1a3230a1

SCHILLER – პირველად საქართველოში ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად წარდგება მსმენელის წინაშე. შვიდ მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერი და თერთმეტი TOP 10 ალბომი: SCHILLER ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თანამედროვე გერმანელი არტისტია.

ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი, დავით ცინცაძე აქვეყნებს ფოტოებს რეპეტიციიდან და წერს:

„19 დეკემბერს, Elekotrwerk-ში SCHILLER-თან ერთად სცენაზე წარვდგებით ჩვენ – „შავნაბადა“.

ეს იქნება ქართული ტრადიციული პოლიფონიის და SCHILLER-ის უნიკალური ჟღერადობის ერთობა, რომელიც ექსკლუზიურად ამ კონცერტისთვის შეიქმნა“.

მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩემი პირველი კონცერტი კლუბ Elektrowerk-ში ჩატარდება და განსაკუთრებით მოველი ანსამბლ ,,შავნაბადასთან”ერთად მუშაობას და ქართველი მსმენელისთვის ჩემს მუსიკასთან ერთად ჩვენი კოლაბორაციის წარდგენას, ეს ნამდვილად დაუვიწყარი საღამო იქნება“, – აღნიშნავს კრისტოფერ ფონ დეილენი, ანუ SCHILLER.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g