LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: არწივის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო – ორბის ბუდეები, ჩანჩქერები და გადაშენების პირას მყოფი მცენარეები

139
286186783_379577154203048_6230655397497017914_n

ვაშლოვანში, არწივის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილთან ერთად, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, არწივის კანიონზე შესრულებული ეკოტურისტული სამუშაოები დაათვალიერა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, არწივის ხეობაში დამატებითი ეკოტურისტული სივრცე მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და გადასასვლელი ხიდებით. 1 კილომეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკი კანიონის სიღრმეს მიუყვება, საიდანაც რამდენიმე ჩანჩქერის მონახულებაა შესაძლებელი. არწივის კანიონის ახალ საფეხმავლო ბილიკზე, სუბტროპიკულ გარემოში მოგზაურობა ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით შთამბეჭდავია.

ცნობისთვის, არწივის კანიონი ულამაზესი ლანდშაფტებით გამორჩეული ბუნების ძეგლია, რომელიც ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულებს განსაკუთრებულ სანახაობას სთავაზობს. აქ ბუდობს მტაცებელ ფრინველთა მრავალი სახეობა, მათ შორის ორბი, სვავი, ფასკუნჯი. ხეობის კლდოვანი ფერდობებიდან შესაძლებელია ორბების ბუდეებისა და იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მცენარეების ნახვა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სხვაგან არსად გვხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g