LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Audi თავის ყველაზე დიდ კროსოვერს ცდის – პაპარაცული კადრები

67
audinews

გერმანიაში, ნიურბურგრინგის ტრასაზე Audi-ს სიახლე გადაიღეს – დიდი კროსოვერი Q9, რომელიც არსებული Q7-ის გაუმჯობესებული ვერსია იქნება. გამოცემა Autoweek-მა მოიპოვა პაპარაცული კადრები, რომელშიც სარბოლო ცდებია ასახული.

ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მომავალი ფლაგმანი პლატფორმა MQB-ზეა აგებული, ანუ ზუსტად იმავე მოდულზე რომელიც Volkswagen Teramont-მა მიიღო.

როგორც მოსალოდნელია, Audi Q9-ს ძრავათა ვარიაციაში 6 და 8 ცილინდრიანი ტურბოძრავები იქნება. წარმოადგენენ ასევე სრულყოფილ ჰიბრიდსაც, რომლის სვლის მარაგიც მხოლოდ ელექტროენერგიაზე 50 კილომეტრს შეადგენს. გარდა ამისა, მუშაობენ SQ9-ზეც, რომელიც 435 ძალის დიზელს ან 507 ძალის ბენზინის აგრეგატს მიიღებს.

სიახლეს მოზრდილი სალონი და მოცულობითი საბარგული აქვს. ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Q9 ძირითადად ჩინეთის და ახლო აღმოსავლეთის ბაზრისთვის იქნება გათვლილი და ევროპაში მისი შემოყვანა პირველ ეტაპზე არ განიხილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g