სიდნეის სანაპიროზე მოწყობილ ფოტოსესიაში 2,5 ათასამდე შიშველმა ქალმა და კაცმა მიიღო მონაწილეობა. ისინი ამერიკელი ფოტოგრაფის სპენსერ ტუნიკის ობიექტივში მოხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.
ავსტრალიაში ასეთი ფოტოსესიის მოსაწყობად კანონიც კი შეცვალეს, რადგან ამ დრომდე სანაპიროზე შიშვლად სიარული აკრძალული იყო.
ფოტო ამომავალი მზის ფონზეა გადაღებული. ფოტოსესიაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა პლაჟზე შეკრება დილის 4 საათიდან დაიწყეს.
პროექტის მიზანია, შეახსენოს ხალხს თუ რამდენად მნიშვნელოვანია კანის კიბოს რეგულარული სკრინინგი.