LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბენ აფლეკის შეყვარებული მერლინ მონროს როლს შეასრულებს

326
anademars

მსოფლიოს წამყვანი რეჟისორები დღემდე ეძებენ მსახიობს, რომელიც მერლინ მონროს როლს შეასრულებს. ამ დრომდე ლეგენდარული მსახიობის ბიოპიკში უამრავმა წარმატებულმა ვარსკვლავმა ითამაშა, მაგრამ ზუსტი მსგავსება მაინც არ შედგა. ამჯერად მონროს როლი დიდ ეკრანზე ბენ აფლეკის რჩეულს, მსახიობ ანა დე არმასს ერგო. რეჟისორმა ენდრიუ დომინიკმა ის ფილმში „ქერათმიანი“ მთავარ როლზე დაამტკიცა.

„ნეტფლიქსმა“ დღეს წარმოადგინა პირველი კადრები ახალი ფილმიდან, სადაც ანა დე არმასი მერლინ მონროს იმიჯს ირგებს. სოციალური ქსელის მომხმარებელთა შეფასებით, ასეთი მსგავსება ჯერ არასოდეს უანახავთ. ფილმი „ქერათმიანი“ გადაღებულია ჯოის კეროლ ოუტსის რომანის მიხედვით, თავდაპირველად მონროს როლზე ჯესიკა ჩესტეინი და ნაომი უოთსი განიხილებოდნენ, ბოლოს კი ეს როლი ანა დე არმასს ერგო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g