კომპანია Bentley–მ თავის ისტორიაში ყველაზე დინამიური კაბრიოლეტი Continental GT Speed წარადგინა, მოდელი მესამე თაობის ავტომობილის ბაზაზეა აგებული. ღია ვერსიამ 6 ლიტრის მოცულობის W12 ძრავი მიიღო. სახურავის დაკეცვას სულ რაღაც 19 წამი სჭირდება და ამის გაკეთება 50 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილების დროსაც შეიძლება.
Bentley ირწმუნება, რომ Continental GT Speed ნამდვილად ეტალონი კაბრიოლეტია. მისი ძრავის სიმძლავრე 659 ცხენის ძალაა და აგრეგატი 8–საფეხურიან „რობოტიზირებულ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. 100 კმ–მდე გახურება კაბრიოლეტს 3,7 წამში შეუძლია, რაც Continental GTC–ის მაჩვენებელზე 0,1 წამით უკეთესი დროა. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 335 კმ/სთ–ია.
ისევე როგორც საბაზისო კაბრიოლეტი, ვერსია Speed–იც სახურავი Z-fold–ითაა აღჭურვილი და მის გახსნას ზუსტად 19 წამი სჭირდება.
კომპანიის ინფორმაციით, პირველ კაბრიოლეტებს ამერიკელი და ევროპელი კლიენტები 2021 წლის მეორე ნახევარში მიიღებენ. მოდელის ღირებულება ჯერ–ჯერობით არ ზუსტდება.