LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Bristol–ის დახურულ ქარხანაში მიტოვებული სუპერქარები იპოვეს

130
bristolcars

ინგლისური ფირმა Bristol წლების განმავლობაში კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად ითვლებოდა. საწარმო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა და ის თვითმფრინავმშენებელი კომპანიის Bristol Aeroplane Company–ს ნაწილი გახდა.

ხარისხიანი, მძლავრი და სწრაფი ავტოობილები BMW–ს კონსტრუქციაზე იგებოდა და არაჩვეულებრივი რეპუტაციითაც სარგებლობდა.

60–იან წლებში ფირმა კონცერნს გამოეყო და Chrysler–ის მოდელების მშენებლობაზე გადაერთო. ამას მოყვა მრავალწლიანი სტაგნაცია და Bristol–ის ავტომობილების დიზაინი 1976 წლიდან დღემდე თითქმის აღარ შეცვლილა. ავტომობილები ლონდონის ერთადერთ სალონში იყიდებოდა.

1990–იან წლებში ბრენდს ხელმძღვანელობა შეეცვალა და თითქოს გამოცოცხლებაც დაიწყო. ამ პერიოდში სუპერქარზე Bristol Fighter–ზე მუშაობა მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოო ჯამში ახალმა მოდელმა აღიარება ვერ მოიპოვა.

ბოლო წლებში ფირმა ძირითადად თავისი ძველი მოდელების შეკეთებით იყო დაკავებული, რასაც საბოლოო ჯამში გაკოტრება მოყვა.

მიტოვებული ქარხანა ამჟამად ასე გამოიყურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები