ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე სხდომა მიმდინარეობს. სხდომაში მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს. პრემიერ-მინისტრი ბელგიის დედაქალაქში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
“17 მარტს მაღალი დონის შეხვედრები შედგება ევროპარლამენტსა და ნატო-ში. საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატო-ს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა”, წერია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რატომ შეხვდა ღარიბაშვილი შარლ მიშელს ორჯერ? – პრემიერის განმარტება
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა – რა საკითხებზე ისაუბრეს მხარეებმა
ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე.
პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ბრიუსელში იმყოფება საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.