LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: დაასახელეს ავტომობილები, რომლებიც მომავალში აუცილებლად საკოლექციო გახდება

117
bestcarsss20

ამერიკულმა სადაზღვეო კომპანია Hagerty-მ, რომელიც ავტო–ეგზოტიკის დაზღვევითაა დაკავებული, იმ ავტომობილების სია შეადგინა, რომლებიც პირველ რიგში სასიამოვნო სამართავია და  მომავალში საპატიო სტატუსის მიღების ყველა შანსი აქვს. რეიტინგში 5 ავტომობილი და ერთიც მოტოციკლეტი – სუპერბაიკი Honda CBR1000RR-R Fireblade SP მოხვდა.

Hagerty’s სიაში პირველი ადგილი Shelby Mustang GT500–ს ხვდა წილად. მასლქარი V8 5.2 ძრავითაა უზრუნველყოფილი და 770 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. მოდელი ყველაზე მძლავრი მუსტანგის წოდებას ატარებს და სადაზღვეო დარწმუნებულია, რომ მასზე უკეთესი მანქანა უბრალოდ ვეღარ შეიქმნება.

მუსტანგთან ახლოს განთავსდა Chevrolet Corvette Stingray, მერვე თაობის მოდელი რომელმაც ვიზუალთან ერთად ტექნიკური შიგთავსიც რადიკალურად შეიცვალა.

ორი საკულტო „ამერიკელის“ შემდეგ შვედური ჰიბრიდი Polestar 1  განთავსდა. მოდელი ორ–ლიტრიანი „ოთხიანითაა“ დაკომპლექტებული, ასევე ორი ცალი ელექტროძრავიც აქვს და ჯამში 600 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ ჰიბრიდი კოლექციონერებს ძალასთან ერთად უჩეულო ვიზუალითაც მიიზიდავს.

ბოლო ორი ავტომობილი, რომელიც საკოლექციო რეიტინგში მოხვდა არის – პიკაპი Jeep Gladiator და სედანი Cadillac CT6-V.

რაც შეეხება მოტოციკლეტს, სუპერბაიკის საგზაო ვერსია განსხვავებით სარბოლოსგან, არა 200 არამედ მხოლოდ 30 ათასი დოლარი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები