დადიანების სასახლეები მეჯლისის სამზადისშია.
საახალწლოდ ზუგდიდში დადიანების მეჯლისის ტრადიციას აღადგენენ, რომელიც სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელმა დედოფალმა, ეკატერინე ჭავჭავაძემ, ოჯახთან ერთად XIX საუკუნეში დაამკვიდრა.
პროცესში ჩართულია სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ხელოვნების სასახლე და მისი გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია. მან ცოტახნის წინ მეჯლისის სამზადისის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.