შესაძლოა, 2021 წელს კიდევ ერთი ვარსკვლავური ქორწილი ვიხილოთ. დასავლური მედიის ცნობით, 31 წლის დაკოტა ჯონსონი და 43 წლის კრის მარტინი დაინიშნენ. ამის მიზეზი დაკოტას გრანდიოზული, ზურმუხტის თვლიანი ბეჭედი გახდა, რომელიც ვარსკვლავს მაშინ ეკეთა, როდესაც პაპარაცებმა ის ჰოლივუდის ქუჩებში დააფიქსირეს.
აღსანიშნავია, რომ დაკოტა გვინეტ პელტროუს ყოფილ მეუღლეს უკვე 3 წელზე მეტია ხვდება. დაკოტას არა მხოლოდ კრისის შვილებთან აქვს იდეალური ურთიერთობა, ის მარტინის ყოფილ მეუღლესთანაც მეგობრობს. როდესაც 2 წლის წინ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, სწორედ გვინეტი იყო ის ადამიანი, რომლებიც ისინი ერმანეთს შეარიგა.