ონლაინ-ვაჭრობის საიტზე copart ავარიაში მოხვედრილი, 2005 წლის მოდელი Porsche Carrera GT გამოიტანეს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სპორტქარმა წინა მხარეს მცირე დაზიანებები მიიღო. მიუხედავად ყველა დეფექტისა, დამტვრეული ავტომობილის ფასი მაინც 362 000 დოლარია.
გავრცელებული ფოტოების მიხედვით, Porsche Carrera GT-ს კაპოტი და წინა ბამპერი აქვს დამტვრეული. სალონში უსაფრთხოების ბალიშები გაიხსნა. ამასთან, გამყიდველი ირწმუნება, რომ 5,7 ლიტრის მოცულობის V10 ძრავა უვნებლად გადარჩა.
16 წლის დამტვრეული სპორტქარი, რომლის გარბენიც 13 500 კილომეტრია, 362 000 დოლარად შეფასდა. ასეთი მაღალი ღირებულება იმ ფაქტით აიხსნება, რომ სულ ახალი Porsche Carrera GT-ის ფასი შესაძლოა 1,2 მილიონი დოლარიც კი იყოს.








