თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი, რომელსაც მთელი საზოგადოება გულშემატკივრობს, აზიარეს ისრაელის კლინიკაში, სადაც მკურნალობის კურსს გადის.
ფოტოებს მოზარდის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი გვიზიარებს.
ცნობისათვის, დათი ქოქრაშვილს საზოგადოების დახმარება კვლავ სჭირდება. ისრაელში მცხოვრები ქართველი თეა კუპატაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დავალიანების გამო უკვე 10 დღეა, რაც დათი პალატაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა გაუარესდა და ორგანიზმში არსებული ინფექციის გამო, მას მაღალი სიცხეები აქვს.
მიმღები:
ქრისტინე მამუკაშვილი, დედა
TBC: #GE05TB7962745064300024
BOG: #GE90BG0000000101545483


