LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „დედას“ – თამუნა მდივანი შვილთან ერთად გადაღებულ კადრს გვიზიარებს

475
2025-05-11_23-22-11_126139

მსახიობი და ინფლუენსერი, თამუნა მდივანი, რომელსაც ცოტა ხნის წინ შვილი, გიორგი მდივანი გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ერთობლივ კადრს გვიზიარებს.

აღსანიშნავია, რომ თამუნამ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც საზოგადოებას მისი ტკივილის გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვიცი, რომ აუცილებლად უნდა ჩავწერო ეს ვიდეო, ოღონდ არ ვიცი, სიტყვებს ვერ ვალაგებ.. მაგრამ აუცილებლად უნდა ჩავწერო, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, თქვენ იდექით ჩემთვის ურთულეს დღეებში ჩემ გვერდით, ვგრძნობდი თქვენ თანადგომას.

უფლის მადლიერი ვარ, რომ მაძლებინებს, ზუსტად ვიცი, რომ გიორგი მასთან არის და, რომ გიორგის ახლა ყველაზე საუკეთესო დედიკო ჰყავს – ღვთისმშობელი დედა.. ეს მაძლებინებს.

ჩემი წუხილის გაზიარება თქვენს მიერ ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ ლოცვისთვის, რომელიც ჩემი გიორგის სულისთვის წარმოთქვით. მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ თავს მოვალედ ვთვლი ბევრი ადამიანის წინაშე, რომ ჩემი მადლიერება გამოვთქვა“,- ამბობს თამუნა მდივანი.

„აღარ მყავს ჩემი გიორგი…“ – ტრაგედია ცნობილი მსახიობისა და „ინფლუენსერის“ ოჯახში: გარდაიცვალა თამუნა მდივანის ვაჟი

ფოტოები: „შენ ხარ ყველაზე საუკეთესო ძმა, ადამიანი, მეგობარი, შვილი და მხარდამჭერი, ვინც კი ოდესმე არსებობდა! სამუდამოდ ჩემს გულში იქნები“ – სალომე მდივანი გარდაცვლილ ძმას ემშვიდობება

„გიორგის ახლა ყველაზე საუკეთესო დედიკო ჰყავს – ღვთისმშობელი დედა.. ეს მაძლებინებს“ – თამუნა მდივანი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g