ნიუ-იორკის ერთ-ერთ პარკში საქორწინო ცერემონიალი ჩატარდა. აღმოჩნდა რომ იქვე, ლეგენდარული მსახიობი, დენზელ ვაშინგტონი, მაიკლ ბი ჯორდანთან ერთად ჟურნალისთვის გამართულ ფოტოსესიაში იღებდა მონაწილეობას.
ოსკაროსანმა მსახიობმა წყვილისთვის სიურპრიზის გაკეთება გადაწყვიტა და ახლადდაქორწინებულებთან ფოტოები გადაიღო, წყვილი ამ ფაქტმა საოცრად გააბედნიერა. მალე მათ მაიკლ ბი ჯორდანიც შეუერთდა.
66 წლის დენზელი ყოველდღიურ ტანისამოსში იყო გამოწყობილი, მას სპორტული შარვალი და კუბოკრული პერანგი ეცვა. მაიკლ ბი ჯორდანს კი კრემისფერი შარვალი და ჯინსის პერანგი ამშვენებდა.