45 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი მეუღლის, ვიქტორია ბექჰემის ბრენდის, VBB-ს პარფიუმერული კოლექციითაა შეპყრობილი. ირკვევა, რომ ვიქტორია ახალ კოსმეტიკას მეუღლეზე ტესტავს და შემდეგ იწყებს მასზე მუშაობას.
ახალი ამბები საკუთარი ბრენდის შესახებ ვიქტორიამ გამომწერებს „ინსტაგრამზე“ გაუზიარა. ცნობილი ხდება, რომ დევიდს განსაკუთრებით უყვარს პუდრი. ვიქტორიამ დევიდს „საუკეთესო მოდელიც“ კი უწოდა. ჯერ კიდევ 2018 წელს დევიდმა ინტერვიუში თქვა, რომ აქტიურად იყენებს კოსმეტიკას, მათ შორის, კანის მოვლის საცხებსა და პუდრს.