ტელეჟურნალისტი, „ტვ პირველის“ გადაცემა „დღის ამბების“ წამყვანი, დიანა ტრაპაიძე დღეს იუბილარია. ცნობილ ჟურნალისტს 45 წელი შეუსრულდა. აქტიური ჟურნალისტური კარიერის გარდა, დიანას წარმატებული ოჯახური ცხოვრებაც აქვს – მასა და მის მეუღლეს სამი შვილი ჰყავთ.
დიანამ 45 წლის იუბილე სამსახურში, საკუთარ სამუშაო მაგიდასთან აღნიშნა, თუმცა ერთი განსხვავებით – მთელი მაგიდა იასამნებით არის მოფენილი, რომელიც იუბილარმა დაბადების დღეზე საჩუქრად მიიღო.