LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიანა ტრაპაიძე ნიკოლოზ წულუკიძის ეთერში დაბრუნებაზე: „ამის უცრემლოდ ყურება შეუძლებელია…“

6933
დიანა და ნიკოლოზი

დღეს „იმედის დღის“ ეთერში ნიკოლოზ წულუკიძე გამოჩნდა. მძიმე ოჯახური ტრაგედიის შემდეგ ნიკოლოზმა, მეგობრების, ახლობლების, კოლეგებისა და მთელი საქართველოს მხარდაჭერით შეძლო ეთერში დაბრუნება.

ნიკოლოზმა განაცხადა:

„მე ვიწყებ ისევ გადაცემას, ეს არის ჩემთვის განცდა, თითქოს პირველად გხვდებით თქვენ, განსაკუთრებულად რთულია, მაგრამ აუცილებელი, რომ ჩემს მდგომარეობაში გამოვსულიყავი და მიმეცა მაგალითი ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომ მათაც გააგრძელონ ცხოვრება, რთულია, მაგრამ აუცილებელი, რომ გადავრჩეთ…“

ნიკოლოზ წულუკიძე ეთერში ბრუნდება – „ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებული დღეა… ავნერვიულდი რაღაცნაირად…“

ნიკოლოზ წულუკიძის ეთერში დაბრუნებას გამოეხმაურა „ტვ პირველის“ ჟურნალისტი, დიანა ტრაპაიძე და აღნიშნა:

„ამის უცრემლოდ ყურება შეუძლებელია. ნიკას დაბრუნებას გაუმარჯოს ❤ გვიყვარხარ, ნიკოლოზ…“

რა თქვა ეთერში დაბრუნებულმა ნიკოლოზ წულუკიძემ: „განსაკუთრებულად რთულია, მაგრამ აუცილებელი, რომ ჩემს მდგომარეობაში გამოვსულიყავი და მიმეცა მაგალითი ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომ მათაც გააგრძელონ ცხოვრება…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები