LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა თქვა ეთერში დაბრუნებულმა ნიკოლოზ წულუკიძემ: „განსაკუთრებულად რთულია, მაგრამ აუცილებელი, რომ ჩემს მდგომარეობაში გამოვსულიყავი და მიმეცა მაგალითი ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომ მათაც გააგრძელონ ცხოვრება…“

3541
წულუკიძე

ნიკოლოზ წულუკიძე „იმედის დღის“ ეთერში პირველად გამოჩნდა დიდი ტრაგედიის შემდეგ, რომელიც მას და მის ოჯახს შეემთხვა:

„ქალბატონებო და ბატონები, 13 საათი და 32 წუთია. ეთერშია „იმედის დღე“. მე ვიწყებ ისევ გადაცემას,  ეს არის ჩემთვის განცდა, თითქოს პირველად გხვდებით თქვენ, განსაკუთრებულად რთულია, მაგრამ აუცილებელი, რომ ჩემს მდგომარეობაში გამოვსულიყავი და მიმეცა მაგალითი ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომ მათაც გააგრძელონ ცხოვრება, რთულია, მაგრამ აუცილებელი, რომ გადავრჩეთ. ამ გადარჩენისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს, ისეთი სიყვარული ვიგრძენი თქვენგან, ისეთი მხარში დგომა, ისეთი იმედი და ძალა, რომ არ შემეძლო, არ გამეგრძელებინა. დიდი მადლობა ყველას. მე ვთხოვ ღმერთს, მომცეს ძალა, რომ გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ის სიყვარული, ის სითბო, თანადგომა, რომელიც ჩემი ოჯახისთვის ასეთ რთულ დღეებში გამოიჩინეთ, მთელმა საზოგადოებამ და ჩემმა ძვირფასმა მაყურებელმა, რომლისთვისაც ამდენი წელია, დიდი სიყვარულით ვშრომობ და იმედი მაქვს, რომ ასევე გავაგრძელებ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები