LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი ტორტისთვის“ – რა კადრებს გვიზიარებს ნუცა ბუზალაძის რჩეული

1983
2025-06-12_02-07-11_833509

რამდენიმე დღის წინ მომღერალი ნუცა ბუზალაძე დაინიშნა. მისი რჩეული ცნობილი ამერიკელი აგენტი დარენ პრინცია.

ფოტოები: „მან ჩემი გული მოიპოვა, იმ გზით, როგორითაც მხოლოდ ღვთისგან მოვლენილი სიყვარული ახერხებს… მე ვთქვი დიახ!“ – ნუცა ბუზალაძე დაინიშნა და რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

წყვილმა სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო. ნიშნობის ფოტოები ფოტოგრაფ „Happy Photos – Xuong Do“-ს ეკუთვნის.

ფოტო: „წარმოუდგენლად ბევრი მილოცვა და თბილი სიტყვა მივიღე, რის გამოც უბედნიერესი ვარ…უღრმესი მადლობა ყველას“ – ნუცა ბუზალაძე

დარენ პრინცი „ინსტაგრამის“ საშუალებით მას მადლობას უხდის და წერს, რომ ისეთი ნუცას ხილვა, როგორიც ფოტოებშია, მას აბედნიერებს.

როგორც კადრში ვხედავთ, ნუცას რჩეული ერთ-ერთი ჟურნალის გარეკანზეა და მას სწორედ ასეთივე გამოსახულებით ტორტი მიართვეს.

„დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი ტორტისთვის“, – წერს დარენი და ნუცას მიმართავს.

„სიყვარულის ენერგია ყოველი მხრიდან მოდის ამ კვირაში – დაწყებული ჩემი ნიშნობით ნუცა ბუზალაძესთან – გულით ბედნიერი ვარ“

ვიდეო: „თუ ასეთი ტიპის რაღაცები არ გაქვთ, ე.ი. არ გიყვართ…“ – რა საჩუქარი მიიღო ნუცა ბუზალაძემ – მომღერალი მისი რჩეულისა და დონალდ ტრამპის სურათს გვიზიარებს

„შენ მაიძულებ უკეთესი ადამიანი გავხდე… ჩემთვის პრივილეგიაა შენს გვერდით ყოფნა. მოუთმენლად ველი, როდის შთააგონებ ბევრ ქალს შენი განსაცვიფრებელი ნიჭით. მადლობა, რომ თქვი დიახ“ – დარენ პრინცის ემოციური მიმართვა ნუცა ბუზალაძეს

„ცრემლები მომდის ამის კითხვისას… მადლობა, რომ ასე გულწრფელად გიყვარვარ, მიცავ და ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ. უსაზღვროდ მიყვარხარ. სამუდამოდ შენი ქალბატონი პრინცი“ – ნუცა ბუზალაძე მომავალ მეუღლეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g