ცნობილმა ამერიკელმა აგენტმა დარენ პრინცმა მომავალ მეუღლეს, ნუცა ბუზალაძეს ემოციური პოსტი მიუძღვნა, სადაც აღნიშნავს, რომ „ნუცა აიძულებს უკეთესი ადამიანი გახდეს და მისთვის პრივილეგიაა მის გვერდით ყოფნა“. ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე რჩეულს სოციალური ქსელითვე პასუხობს და გულწრფელი სიყვარულისთვის, ასევე გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.
„გულწრფელად, ცრემლები მომდის ამის კითხვისას ❤️ შენ ჩემი ყველაზე დიდი წყალობა იყავი! თავიდან სუპერ აგენტი, რომელმაც ჩემი დაიჯერა, შემდეგ ჩემი საუკეთესო მეგობარი და ახლა ჩემი მომავალი ქმარი. მადლობა, რომ ასე გულწრფელად გიყვარვარ, მიცავ და ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ. უსაზღვროდ მიყვარხარ. სამუდამოდ შენი ქალბატონი პრინცი 💍“, – წერს ნუცა ბუზალაძე.