LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Dodge Durango მსოფლიოში ყველაზე მძლავრი კროსოვერია

96
mstnggnsws

მესამე თაობის Dodge Durango–მ მორიგი განახლება მიიღო და ყველაზე მძლავრი კროსოვერი გახდა. მწარმოებელი ირწმუნება, რომ მოდელი მონათესავე Jeep Grand Cherokee–ზე სწრაფიც კია.

ყველაზე შესამჩნევ ვიზუალურ ცვლილებებს შორის Durango–ს ახალი რადიატორის ბადე და Charger Widebody–ს სტილის ბამპერია აღსანიშნავი. გარდა ამისა, დაწვრილდა ფარები, უკანა სპოილერი გაიზარდა და საბურავთა დისკები განახლდა.

სალონში სრულიად ახალი წინა პანელი გაჩნდა. ამას დაემატა მედიასისტემა Uconnect 5, რომელმაც 8,4 დიუმიანი სენსორული დისპლეი მიიღო და წინამორბედზე 5–ჯერ უფრო სწრაფია.

ტექნიკური შიგთავსის კუთხით ცვლილებები თითქმის არ მომხდარა. კროსოვერი V6 3.6 Pentastar ძრავითაა უზრუნველყოფილი და 299 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 8–დიაპაზონიან „ავტომატურ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

ახალი Dodge Durango SRT Hellcat ბაზარზე მხოლოდ 2021 წლიდან გამოვა და დასაწყისისთვის მის მიღებას ამერიკელი დილერები შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g