ამერიკაში, კოდივ-19-ის პანდემიის მიუხედავად, საშობაო სამზადისი მიმდინარეობს. დონალდ ტრამპმა აშშ-ს პრეზიდენტობის რანგში ბოლო ფოტოსესია მოაწყო მეუღლესთან ერთად.
ეს თეთრ სახლში, ტრამპების ოჯახისთვის რიგით მეოთხე და ბოლო შობა იქნება.
“პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი შობას გილოცავთ”- წერს ტვიტერზე მელანია ტრამპი.
ცნობისთვის, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ დრომდე დაჟინებით აცხადებს, რომ არჩევნებში მან გაიმარჯვა. არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ხელისუფლების გადაბარების პროცესში არიან ჩართულნი. ახალი წლების შემდეგ, 2021 წლის 20 იანვარს ჯო ბაიდენი ფიცს დადებს.