LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრი სახლის მთავარი ნაძვის ხისთვის სათამაშოები წელს ბავშვებმა დაამზადეს – მელანია ტრამპი მათ მადლობას უხდის

248
melania20121

სულ რამდენიმე კვირაში დონალდ და მელანია ტრამპები თეთრ სახლს დატოვებენ. იქამდე კი ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედმა პირველმა ლედიმ თეთრი სახლი საშობაოდ მორთო.  ტრადიციისამებრ მაყურებელმა ინტერიერი სპეციალურად გავრცელებული ვიდეოთი დაათვალიერა. წელს ახალი წლის მთავარი თემა იყო „ამერიკა მშვენიერია“ და საშობაო თემების შექმნაში მონაწილეობა მოხალისეებმა მიიღეს.

მელანია ტრამპმა სოციალურ ქსელში სპეციალური მიმართვა გაავრცელა და ყველა მოხალისეს, რომელიც ამ დღეს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოვიდა, მადლობა გადაუხადა.

მთავარი ნაძვის ხე ფერმერმა დენ ტეილორმა ჩამოიტანა, ის თეთრი სახლის ცისფერ დარბაზში დადგეს, ხოლო სათამაშოები 50 შტატიდან შერჩეულმა ბავშვებმა დაამზადეს. ყველ სათამაშოს ბავშვის სახელი, ასაკი და საცხოვრებელია ადგილი აწერია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები