LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ძალიან ტკბილი და ლამაზი 3 თვის დასასრული, მალე ყველაფერს დაგაგემოვნებინებთ“ – რა კადრებს ავრცელებს თიკა ჯამბურია

398
ing

მომღერალი თიკა ჯამბურია, რომელმაც „მასტერ შეფში“ საკუთარი კულინარიული შესაძლებლობები გამოავლინა, სოციალურ ქსელში გადაცემის საფინალო სეტის ფოტოებს აქვეყნებს და გულშემატკივრებს მადლობას უხდის.

„ძალიან ვამაყობ ჩემი საფინალო სეტით.. იმედია, მალე ჩემი რესტორანი მექნება“ – თიკა ჯამბურია 

„ძალიან ტკბილი და ლამაზი 3 თვის დასასრული, ჩემი საფინალო სეტი, ღირსეული გამარჯვებული სანდრო, უდიდესი გამოცდილება, ბევრი კარგი ახალი ადამიანის გაცნობა, უდიდესი ახალი მიზნები და დიდი მომავალი…

ეს ყველაფერი მასტერ შეფმა მაჩუქა. მადლობა უმაგრეს შემოქმედებით ჯგუფს, ნუცას, ნინოს, თეოს, მაოს, ნიას და ა.შ

მადლობა ყველას, ვინც მგულშემატკივრობდით და მეხმარებოდით. მალე ყველაფერს დაგაგემოვნებინებთ

თიკას ფინალური საახალწლო სეტი:

▪️ აპეტაიზერი: გებჟალია ამოყვანილი ნაღების, ნადუღის და პიტნის შიგთავსით, ყველის სფერო, მანდარინის ცხარე მარმელადი, პიტნის და იოგურტის სოუსი;

▪️ ძირითადი კერძი: ინდაურის საცივი, პოლენტას ელარჯი, კომშის და გოგრის მისადევნებელი თაფლის და დაღერღილი წიწაკის სოუსში;

▪️ დესერტი: დედას საახალწლო ნუგბარი: შოკოლადის კექსი, არაჟნის კრემი, თხილის და კარამელის პასტა, ვაშლის ტყლაპის კრემი, ცხარე თხილეული, ფორთოხლის და შუშხუნა ღვინის სორბე“, – წერს თიკა ჯამბურია.

ვიდეო: „ასე ამხნევებს თიკას შვილი“ – ატირებული თიკა ჯამბურია და საოცრად ემოციური კადრები

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები