მსახიობი ქეთი წიქვაძე უფროსი ვაჟის, გიორგის და უმცროსი ვაჟის, რეზის ერთობლივ ფოტოს გვიზიარებს.
ფოტოს უამრავი დადებითი კომენტარი მოჰყვა გამომწერების მხრიდან:
„თქვენ გენაცვალეთ, ძმებო…“
„ვაიმე, რა ბიჭია…“
„უფალმა დაგილოცოს…“
„რა კარგები არიან…“
შეგახსენებთ, რომ ქეთი წიქვაძე და ნიკა არველაძე პატარა რეზის მშობლები ახლახან გახდნენ. ნიკასთვის ეს პირველი შვილია, ქეთისთვის კი – მესამე.
ქეთი მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის შვილი გახლავთ, ნიკა კი – ფეხბურთელ რეზი არველაძის. პატარა უსაყვარლესი ბიჭუნა სწორედ რეზის მოსახელეა .
