LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Emmy 2021-ის გამარჯვებულთა სია ცნობილია

120
page

ლოს-ანჯელესში Emmy 2021-ის  73-ე ცერემონია გაიმართა. გასული წლისგან განსხვავებით, ვარსკვლავები კვლავ  წითელ ხალიჩაზე შეიკრიბნენ.

„საუკეთესო დრამატულ სერიალად“ „ნეტფლიქსის“ „გვირგვინი“ დასახელდა, „საუკეთესო კომედიურ სერიალად“ Apple TV+ -ის „ტედ ლასო“ , „წლის საუკეთესო მინი-სერიალის ნომინაციაში“ „ლაზიერის გამბიტმა“ გაიმარჯვა.

„საუკეთესო მსახიობ ქალად დრამატულ სერიალში“ ოლივია კოლმანი დაასახელეს, მან გამარჯვება ფილმისთვის „გვირგვინი“ მოიპოვა. „საუკეთესო მსახიობ მამაკაცად“ კი  ჯოშ ო’კონორი ამავე ფილმში შესრულებული როლისთვის აღიარეს.

ასევე, ნომინაციაში, „საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში“ ჯინ სმარტმა ფილმისთვის „ხრიკები” გაიმარჯვა. „კომედიური სერიალის საუკეთესო მსახიობ მამაკაცად“ კი ჯეისონ სუდეიკისი ფილმისთვის „ტედ ლასო“ დაასახელეს.

„მინი-სერიალში კაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის“ იუენ მაკგრეგორი დააჯილდოვეს („ჰოლსტონი“), „საუკეთესო ქალ მსახიობად ამავე კატეგორიაში კი კეიტ უინსლეტი დაასახელეს, მან სერიალით „მეირი ისტთაუნიდან გაიმარჯვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები