რამდენიმე თვის წინ, 37 წლის მსახიობი, ენ ჰეთევეი მეორე შვილის გახდა. მას შემოქმედებითი პაუზა აქვს აღებული და საზოგადოების წინაშეც იშვიათად ჩნდება, თუმცა, მოხერხებულმა პაპარაცებმა მისი დაფიქსირება მაინც შეძლეს.
ის ნიუ-იორკის ქუჩებში შენიშნეს. ვარსკვლავმა ყოვედღიური სტილი მოირგო. მას ჯინსის მაღალწელიანი შარვალი, თეთრი მაისური და პიჯაკი ეცვა, „ლუქს“ წითელი ჩანთა და ტრენდული პირბადე ასრულებდა. ენი შესანიშნავ ფორმაში იყო.