LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ესპანეთის სამხრეთში Lamborghini-ს მდიდრული ვილები აშენდება

120
lamborghini

კომპანია Lamborghini ესპანეთის სამხრეთში მდიდრულ ვილებს ააშენებს. კომპლექსი Tierra Viva მარბელადან 10 წუთის სავალზე განთავსდება და მთლიანობაში 53 სახლს გააერთიანებს. თითოეულში იქნება კერძო აუზი, ბაღი, ფარეხი, რამდენიმე ტერასა და მდიდრული ინტერიერი, რომელიც Lamborghini-ს დიზაინერების მიერაა შექმნილი. ვილებს მთებზე გააშენებენ, რაც იმას ნიშნავს რომ მათი მეპატრონეები შეძლებენ ყოველ დილით ტერასაზე გამოვიდნენ და ულამაზესი ხედებით დატკბნენ.

როგორც ვხედავთ, ტრენდი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. უძრავი ქონების ბიზნესში Aston Martin-ის მოსვლის შემდეგ, თავისი პროექტები წარადგინეს Bentley-მ, Bugatti-მ და აგერ უკვე Lamborgnini-იმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები