LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ევროპარლამენტარები საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ჩავიდნენ

77
Untitled design (2)

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდა.

როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დელეგაციამ შეძლო, საკუთარი თვალით დაენახა “ბორდერიზაციის” დამახასიათებელი ნიშნები:

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა, დღეს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე უმასპინძლა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას, მისი თავმჯდომარის, ბ-ნ დევიდ მაკალისტერის ხელმძღვანელობით.

მისიის ხელმძღვანელი თავდაპირველად სტუმრებს შეხვდა მცხეთის რეგიონალურ ოფისში, რათა გაეცნო მათთვის სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ განვითარებული უსაფრთხოების უახლესი მოვლენები. დელეგაცია შემდეგ გაემგზავრა ოძისში, სადაც შეძლო საკუთარი თვალით დაენახა „ბორდერიზაციის“ დამახასიათებელი ნიშნები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა განმარტეს, თუ რამდენად უარყოფითად აისახა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე მიმდინარე „ბორდერიზაცია“ და ოძისის გადაკვეთის პუნქტის რეგულარული გადაადგილებისთვის დახურვა. მისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის თანათავმჯდომარე, აგრძელებს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების მუდმივი გახსნისაკენ მოწოდებას.

ვიზიტის დასასრულს, დელეგაციამ მადლიერება გამოხატა საინფორმაციო ვიზიტისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში”, – აღნიშნულია მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოში მყოფ ევროპარლამენტართა დელეგაციის წევრები არიან დევიდ მაკალისტერი, ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ზელიანა ზოვკო, ასიტა კანკო და ტიერი მარიანი.

 

“ჩვენ გვინდა თქვენი დახმარება და არა ომში ჩართვა, მოვუწოდებთ მთავრობას და ოპოზიციურ პარტიებს, ერთად იმუშაონ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად” – ევროპარლამენტარები

კანდიდატი სტატუსის მინიჭება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია…ვაჭრობის ადგილი აქ არ არის: ვიოლა ფონ კრამონი

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, სამწუხაროდ, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე..“ – რა თქვა ევროპარლამენტარმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

 

mazda magti 5g