თებერვალში, ლოს-ანჯელესში Apple TV+-ის პროექტის, „დილის შოუს“ გადაღებები განახლდა. სერიალის მთავარი მსახიობები, ჯენიფერ ენისტონი და რიზ უიზერსპუნი აქტიურ მუშაობას შეუდგნენ.
ჯენიფერ ენისტონი და რიზ უიზერსპუნი კვლავ ფორმაში არიან – „დილის შოუ“ ბრუნდება
„ჯენიფერ ენისტონი ბავშვთა სახლიდან გოგონას იშვილებს“ – მორიგი ჭორი თუ რეალობა?
52 წლის ჯენიფერმა ახლახანს ფოტო გაავრცელა, ის სამსახურში იმყოფება, ფოტო კვირის დასაწყისშია გადაღებული.
„ჯერ მხოლოდ ორშაბათია“, – ასე დაასათაურა ფოტო ენისტონმა, სადაც სავარძელში ზის. ვარსკვლავს შავი კლასიკური შარვალი და პიჯაკი აცვია.
ცნობისთვის, მალე საზოგადოება ნანატრი სერიალის, „მეგობრების“ სპეციალურ ეპიზოდს იხილავს. პრემიერამდე სულ ცოტა ხანი რჩება.