კომპანია Ford–მა პოლიციის პიკაპი F-150 განაახლა, სიახლე წინამორბედზე ბევრად უფრო მძლავრია და განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარეც 160–დან 197 კმ/სთ–მდე გაიზარდა. მოდელს სახელად F-150 Police Responder დაარქვეს.
პოლიციის ავტომობილი ისეა ორგანიზებული, რომ სამართალდამცავებმა მისი გამოყენება კონკრეტული საჭიროების მიხედვით შეძლონ. ციმციმები და სირენა ძრავის ამუშავების გარეშეც აქტიური იქნება. გარდა ამისა, პოლიციას შეეძლება რომ წინასწარი დამუხრუჭების სისტემა გამორთოს, რათა დამნაშავის დევნაში ხელი არ შეეშალოს.
ახალი F-150 Police Responder 3,5 ლიტრის მოცულობის Ecoboost V6 ძრავითაა დაკომპლექტებული და 405 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.
პიკაპის აწყობაზე მისურის შტატში ზრუნავენ და სამართალდამცავებს მათ 2021 წლის შემოდგომაზე დაურიგებენ.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მანქანები „ფორდს“ ადრეც შეუქმნია, მაგალითად Explorer–ის კროსოვერები, სედანი Taurus და Fusion, ყველგანმავალი Expedition და ფურგონი Transit.