პოპულარული რადიო და ტელეწამყვანი, მსახიობი და მომღერალი ლაშა რამიშვილი 23 ნოემბერს იუბილარი გახლდათ.
მას დაბადების დღეს მთელი დღის განმავლობაში ულოცავდნენ კოლეგები, მეგობრები და ახლობლები.
ერთ-ერთი პირველი, ვინც კორპორაციული საღამოს წაყვანისას ლაშას დაბადების დღე ტორტით მიულოცა, ანსამბლი „ლომისი“ გახლდათ:
„ანსამბლი „ლომისი“ დიდი სიყვარულით და პატივისცემით ულოცავს ლაშა რამიშვილს დაბადების დღეს. იხარეთ, იბედნიერეთ, იკაშკაშეთ და იბრწყინეთ ულამაზეს ოჯახთან ერთად. უფლის წყალობა და მფარველობა არ მოგკლებოდეთ, გამრავლდით და გაიხარეთ…“ აღნიშნავს თამუნა მელიქიშვილი, ანსამბლ „ლომისის“ ხელმძღვანელი.
ლაშას კორპორაციულ წვეულებებზე სხვა სიურპრიზებიც არ მოჰკლებია.
თავად კი დამსწრე საზოგადოებას ქართული სიმღერა არ მოაკლო…