2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველასათვის საყვარელი ტელენოველა, „ფარული ვნება“ 17 წლის შემდეგ ბრუნდება. ტელეკომპანია „ტელემუნდომ“ პირველი „თიზერიც“ გაავრცელა. აღნიშნულმა ინფორმაციამ საზოგადოება ძალზედ გაახარა, თუმცა საქმე ის არის, რომ ვიდეოში ერთ-ერთი ძმა, ფრანკო რეიესი არსად ჩანს, დამწუხრებული გულშემატკივრები ფრანკოს როლის შემსრულებლის, მიშელ ბრაუნის დაბრუნებას ითხოვდნენ.
„ფარული ვნება“ ბრუნდება, ნახეთ „თიზერი“ – „ტელემუნდო“ წარმოგიდგენთ
Confirmado! regresa Michel Brown como Franco reyes en #PasionDeGavilanes2 🥳🥳💃🏻💃🏻
Aqui se le ve grabando en el set desde Villa de Leyva.
Veremos a ver si es solo para cerrar su personaje o si se queda hasta el final. Espero que lo 2ndo 🤞🏻 pic.twitter.com/yOD9Xh10Fp
— N♢ΣLIΛ ✨💙 (@Hanker_92) October 9, 2021
და აი, სულ ცოტა ხნის წინ 45 წლის მიშელ ბრაუნის ინტერვიუ გავრცელდა.
„ფარული ვნების გადაღებებისას, მე სხვა პროექტით ვიქნები დაკავებული, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია, ჯერჯერობით ცნობილი არაფერია. აღნიშნული ტელე-ნოველა ჩემი ცხოვრების ნაწილია და მე ვამაყობ, რომ მისი ნაწილი ვიყავი და ვარ“, – აცხადებს მიშელი.