ლეგენდარული მუსიკოსის, ფრენკ სინატრას კალიფორნიაში მდებარე ვილა კვლავ იყიდება, მისი ღირებულება 4,25 მილიონ დოლარს შეადგენს. სწორედ „ვილა მაჯიოში“ ატარებდა ვარსკვლავი დაუვიწყარ წვეულებებს. ვილა ლას-ვეგასთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს.
სახლი 10 000 კვადრატული მეტრზეა გადაჭიმული, მას ვერტმფრენის საკუთარი დასაჯდომი აქვს. საცხოვრებელ კომპლექსში 9 საძინებელი ოთახი და ამდენივე სააბაზანო მდებარეობს, ინტერიერი ძირითადად ყავისფერშია გადაწყვეტილი, ეზოში კი საცურაო აუზი და ჩოგბურთის კორტებია განთავსებული.
ცნობისთვის, ვილა 1967 წელს თავად ფრენკ სინატრას შეკვეთით აშენდა.