გუშინ, ბრედ პიტის ფან-გვერდზე, „კლიფ ბუთის თავგადასავლის“ გადასაღები მოედნიდან ახალი ფოტოები გავრცელდა, რომელზეც პიტი თავის სასცენო პარტნიორთან, ლორენ გლეიზერთან ერთადაა აღბეჭდილი.
გადაღებებს შორის შესვენებებზე ბრედისა და ლორენის აშკარა ფლირტის ამსახველი ფოტოებს, სადაც ისინი ჩახუტებულები გადაადგილდებიან, დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.
„საინტერესო ქალია“, ისტორია მეორდება“ „მშვიდობით ინეს!“, „ეს ხომ აშკარა ფლირტია“,„მათი ქიმია თვასაჩინოა“, „ეს-ეს არის ეკრანზე დაწყებული ახალი რომანის დაბადებას შევესწარით“, – არ წყდება კომენტარები.

მოდით უკეთ გავიცნოთ ლორენ გლეიზერი, 40 წლის მსახიობი, რომელსაც ტაბლოიდები 61 წლის ბრედ პიტთან რომანს მიაწერენ.
ლორენი 1985 წლის 7 იანვარს კანადაში დაიბადა. მისი კარიერა თეატრით დაიწყო. მის ფილმოგრაფიაში ისეთი პროექტებია წარმოდგენილი, როგორებიცაა: „მსროლელი“, „მკვლელები“, „გაუჩინარებული ქალი“, „წითელი ბეღურა“, Netflix‑ის კრიმინალური დრამა –„გონებაზე მონადირე“, Apple TV+ სერიალი – „დაინახე“, ასევე ეპიზოდური როლი ისეთ შოუში, როგორიცაა „დიდი პატარა ტყუილები“.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ის დაქორწინებული არასდროს ყოფილა, არ ჰყავს შვილი და არც მისი რომანების შესახებაა რაიმე ცნობილი.
გარდასახვის ოსტატის სამი გაელვება – 61 წლის ბრედ პიტის უახლესი ფოტოები გადასაღები მოედნიდან
„თავადაც შოკშია!“ – ბრედ პიტი და ინეს დე რამონი პრემიერის შემდგომ წვეულებაზე – უახლესი ფოტოებ








