LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: გამოსამშვიდობებელი ამბორი და ყურებამდე შეყვარებული კიანუ რივზი

315
safe-image

საკულტო ფილმის, „მატრიცას“ მე-4 ნაწილის გადაღებები, რომელშიც მთავარ როლებს კვლავაც კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი ასრულებენ, ზაფხულში განახლდა. კიანუ რივზი გადამღებ ჯგუფთან და თავის შეყვარებულთან, 47 წლის ალექსანდრა გრანთთან ერთად ბერლინში იმყოფება.

ფოტო: კიანუ რივზისა და მისი რჩეულის ახალი ფოტოები ბერლინიდან

საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ, რაც წყვილის შესახებ დავწერეთ. საზოგადოება იმასაც ფიქრობდა, რომ ისინი დაშორდნენ, თუმცა არა, კიანუ კვლავ ყურებამდეა შეყვარებული.

უქმეების შემდეგ, მსახიობი გადაღებებს დაუბრუნდა, ის ბერლინის ქუჩებში მაშინ დააფიქსირეს, როდესაც თავისი გულისწორის, ალექსანდრას მანქანიდან გადმოიდიოდა. პაპარაცებმა შეძლეს და  წყვილის მხურვალე, გამოსამშვიდობებელი ამბორი გადაიღეს. გრანტს მომღიმარი, საოცრად ბედნიერი სახე ჰქონდა.

56 წლის წლის კიანუს ყოველდღიური ტანისამოსი ეცვა. მან არჩევანი შავ პიჯაკსა და ჯინსის შარვაზე შეაჩერა, ფეხზე კი ყავისფერი ბათინკები ეცვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები