ყველა მოდელის სასიცოცხლო ციკლი ადრე თუ გვიან მთავრდება და ამ დროს მწარმოებელს დამშვიდობების მინიმუმ ორი ვარიანტი აქვს. შესაძლოა მანქანის წარმოებიდან ჩუმად მოხსნა (ასე ხდება ხოლმე ყველაზე ხშირად) ან მასთან ეფექტურად გამომშვიდობება, საბოლოო პატივის მიგებით.
მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეში ფინალური გამოშვება რამდენიმე კომპანიამ წარადგინა და ისინი გამორჩეული ავტომობილების „პენსიაზე გასვლას“ ეძღვნებოდა. გარდა ამისა, ზოგჯერ მსგავსი ვერსიების გამოშვების მიზეზი ლეგენდარული ძრავის გამოყენებაზე უარის თქმა ხდება ხოლმე.
ბოლო დროინდელი სიახლეების სიაშია – უნიკალური სპორტქარი და ცნობილი ყველგანმავლები.