LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: განახლებული Mercedes Benz G-class

155
Mercedes-Benz

ყველგანმავალი Mercedes-Benz G-class განახლდა და ახალი ოფციები მიიღო. მაგალითად, განახლებული G-Class მიიღებს საგზაო ეკრან Offroad Cockpit-ს, სადაც ძარის მდებარეობის შესახებ ინფორმაცია, საჭის ბრუნვის კუთხე, უკანა მგზავრების გასართობი სისტემა და ორი სენსორული დისპლეი იქნება განთავსებული.

განახლებულ Mercedes-Benz-ს შეცვლილი რადიატორის ბადე და ბამპერიც ამშვენებს. სახურავზე მცირე „ფარიც“ გაჩნდა, რომელიც არამხოლოდ აეროდინამიკას აუმჯობესებს, არამედ აკუსტიკურ კომფორტსაც ზრდის. ოფციების სიას დაემატა სავარძლების გასათბობ/გასაგრილებელი სისტემა, უსადენო დასამუხტი და განახლებული მულტიმედია.

G-Class-ის ძრავების ვარიაციამაც განიცადა ცვლილებები. დიზელის G 450 d 3.0 „ექვსიანით“ აღჭურვეს და აგრეგატი 367 ცხენის ძალას ავითარებს. ბენზინის G 500 კი 449 ძალის სიმძლავრისაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები