2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს, სადაც საქართველომ ლუქსემბურგი ანგარიშით 2:0 დაამარცხა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება.
პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს „დინამო არენაზე“ გადაღებულ ფოტოებს, რომლებშიც ჩანს, როგორი ემოციებით ადევნებდა ის თვალს თამაშის მიმდინარეობას.
„გილოცავთ!“ – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ვიდეო: ბუდუ ზივზივაძე მიმართვას აქვეყნებს
გილოცავთ! 🇬🇪
Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on ხუთშაბათი, 21 მარტი, 2024
ცნობისათვის, 21 მარტს „დინამო არენაზე“ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა.
ისტორიული მატჩი ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
პირველ ტაიმში ანგარიში 41-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის გოლით გაიხსნა. ქართველმა ფეხბურთელმა მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.