როგორც ცნობილია, ტომ კრუზის მონაწილეობით საკულტო ფილმის, „შეუსრულებელი მისია“ გადაღებები მიმდინარეობს. მსახიობი რთულ ილეთებს მუდამ თავად ასრულებს და დუბლიორს არასდროს იყენებს.
58 წლის ტომ კრუზი ფილმისთვის „შეუსრულებელი მისია“ 3000 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა
სულ ცოტა ხსნის წინ, ტომ კრუზმა გმირისთვის დამახასიათებელი თვისებები, რეალურ ცხოვრებაშიც გამოავლინა. მან „შეუსრულებელი მისია 7“- ის გადაღებისას ოპერატორი სიკვდილს გადაარჩინა.
ოპერატორს, რომელიც ერთ-ერთ სცენას მოძრავი მატარებლის სახურავზე იღებდა, ფეხი დაუცდა, კრუზმა ეს შეამჩნია, მას დახმარების ხელი გაუწოდა და ამოიყვანა. საბედნიეროდ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია და ყველაფერი კარგად დასრულდა.