ზაფხულის ცხელი დღეები მიიწურა, თუმცა, ზოგიერთი ვარსკვლავი სანაპიროზე ნებივრობას მაინც აგრძელებს. პაპარაცებმა უქმეებზე გერმანელი მოდელი, ჰაიდი კლუმი დააფიქსირეს. ის დროს ოჯახის წევრებთან ერთად, შვილებთან და მეუღლესთან, ტომ კაულიცთან ერთად ატარებდა.
მალიბუს სანაპიროზე მოდელი თავისუფალი სტილის ტანისამოსში გამოჩნდა. მან ჯინსის შარვალსა და მაისურზე გრძელი, შავი პალტო მოირგო. აღნიშნულმა „ლუქმა“ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია.
„ხომ არ გცხელა?“, – წერენ კომენტარებში.
შეგახსენებნთ, 46 ჰაიდი კლუმმა და Tokio Hotel-ის 29 წლის გიტარისტმა გასულ წელს საიდუმლოდ იქორწინეს.