LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ინსტაგრამის დედოფალი“ – ანჯელინა ჯოლი უახლეს ფოტოებში ღვთაებრივად გამოიყურება

1990
page

46 წლის ანჯელინა ჯოლი რამდენიმე დღის წინ „ინსტაგრამზე“ დარეგისტრირდა. მან მალევე რეკორდი მოხსნა და მოკლე დროში გამომწერების კოლოსალური რაოდენობა, 9.6 მილიონი გამომწერი დააგროვა.

7,6 მილიონი გამომწერი და მხოლოდ სამი გამოწერილი – ანჯელინა ჯოლის მორიგი რეკორდი – ნახეთ რომელი გვერდები აქვს გამოწერილი ვარსკვლავს

ახლახანს ვარსკვლავი სოციალურ ქსელში დარეგისტრირების შემდეგ პირველად გამოჩნდა. ის ღვთაებრივად გამოიყურებოდა. ჯოლის თავისუფალი სტილის შავი კაბა ამშვენებდა, რომელსაც ამავე ფერის პირბადე შეუხამა. „ლუქს“ კრემისფერი კლასიკური ფეხსაცმელი ასრულებდა.

შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ მსახიობი Entertainment Weekly-ის გარეკანზე მოხვდა. ანჯელინა ლოე ჩჟაოს ეპიკური ფილმი „მარადიულები“ სუპერ გმირის, ტენას როლს შეასრულებს, ფილმი კინოეკრანებზე შემოდგომაზე გამოვა.

ანჯელინა ჯოლი Entertainment Weekly-ის გარეკანზე – უახლესი კადრები ფილმიდან „მარადიულები“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები