ცოტა ხნის წინ, 46 წლის ანჯელინა ჯოლი „ინსტაგრამზე“ დარეგისტრირდა. მისი პირველი „პოსტი“ ავღანეთში მიმდინარე მოვლენების შესახებაა, მსახიობმა ავღანელი გოგონას წერილს გაავრცელა, სადაც ის „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საზოგადოებაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.
ფოტო: ანჯელინა ჯოლი „ინსტაგრამზე“ დარეგისტრირდა და რეკორდი მოხსნა – ნახეთ ვარსკვლავის პირველი პოსტი
ანჯელინამ რეგისტრაციიდან სულ ცოტა ხანში „ინსტაგრამზე“ ყველანაირი რეკორდი მოხსნა, ის პირველი ადამიანია, ვინც 7,6 მილიონი გამომწერი ყველაზე ხანმოკლე პერიოდში მოაგროვა.
ცნობისთვის, მსახიობი არ აპირეს „ინსტაგრამი“ პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს. მას ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ფოტო უდევს, სოციალურ ქსელს ის მსოფლიოში მომხდარი ამბების გასავრცელებლად გამოიყენებს.
ამ ეტაპისთვის ჯოლიმ მხოლოდ სამი გვერდი გამოიწერა, ესენია: naacp, doctorswithoutborders დაrefugees.