LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯარედ ლეტოს ფერადი ლუქები

271
page

ჯარედ ლეტო დაგვპირდა,  რომ თუკი ჯგუფის 30 Seconds to Mars ალბომი America ჩარტების სათავეში მოექცევა, ის თავის ლეგენდარულ წვერს გაიპარსავს, მაგრამ უნდა ღინიშნოს რომ ჯარედს წვერი ნამდვილად უხდება. მას შემდეგ კი, რაც ვარსკვლავი „გუჩის“ სახე გახდა, მისი ლუქები უფროდაუფრო მრავალფეროვანი და ეპატაჟურია.

ფერადი კედები – ჯარედს ძალიან უყვარს ფერადპრინტიანი კედები და მისი ჩაცმა პრაქტიკულად ყველაფერთან შეუძლია, თანაც ის აუცილებლად ფერად წინდებზე უნდა ეცვას.

პონჩო –  ეს ჯარედის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სასცენო ლუქია, მომღერალი მასში ისე მოძრაობს, როგორც მეფე-მანტიაში.

ფერადი შარვლები – უნდა აღინიშნოს, რომ ფერადი შარვლები ჯარედს ჯერ კიდევ „გუჩისთან“ დამეგობრებამდე უყვარდა, უბრალოდ, ახლა ისინი ბევრად უფრო ჭრელი და მკვეთრია.

კიმონო – ეპოქალური როლები, შემდგარი მუსიკალური კარიერა და უამრავი ჯილდო, ასე რომ მას არავისთან, არაფრის დამტკიცება არ სჭირდება. ის უბრალოდ იმას იცვამს,  რაც მას მოსწონს.

და ბოლოს, ჯარედ ლეტოს სავიზიტო ბარათი – წვერი – 70-იანების სტილი, რომელიც მას საოცრად უხდება და ის ამ სტლთან უკვე საკმაოდ დიდი ხანია მეგობრობს.

ასე რომ მოდით, იმის იმედი ვიქონიოთ, რომ თუკი ჯგუფის 30 Seconds to Mars ალბომი America ჩარტებს დაიპყრობს და ჯარედს გაპარსულს ვიხილავთ, ის მალევე დაიწყებს წვერის გაზრდას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები